ესპანური “სევილიას” მთავარ მწვრთნელ ედუარდო ბერიცოს ოპერაცია გაუკეთდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ოპერაციას გაუთვალისწინებელი გართულებები არ მოჰყოლია. ბერიცოს წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი ელოდება.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ სპეციალისტს სიმსივნე აღმოაჩნდა, რომლის შესახებ ცნობილი ჩემპიონთა ლიგაზე, “ლივერპულთან” დაპირისპირების დროს გახდა.