ჭადრაკი

20:45 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები BTU-ში მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე მოემზადებიან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების მოჭადრაკეები BTU-ში შექმნილ მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე მოემზადებიან, რომლის წარდგენა 29 ნოემბერს გაიმართება.

მზადება სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაიმართება, რომელიც საუდის არაბეთში 2017 წლის დეკემბერში ჩატარდება. ეროვნული ნაკრების წევრების მომზადება, უნივერსიტეტში არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრეს, 32 ბირთვიან Z840 მოდელის კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება.

gcf.org.ge

0.1366