კალათბურთი

13:48 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტიტებმა” სუპერლიგის ჩემპიონი დაიმატა და შემადგენლობის დაკომპლექტება დაასრულა

საკალათბურთო „ა“ ლიგის მონაწილე თბილისის „ტიტებმა“ რიგით მესამე ლეგიონერი, ამერიკელი ჯონ ედუარდ ბრიტონი (01,01,89, 203სმ) დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტონი 2015-2016 წლების სეზონში სუპერლიგაში „ქუთაისი 2010“-ის რიგებში თამაშობდა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და ქორქია-საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებული გახდა.

თბილისური კლუბის რიგებში უკვე ირიცხებიან: ბესო ლეჟავა, ქაქუცა აბაიშვილი, დავით ნოზაძე, დიტო დვალიშვილი, გუგა პატაშური, გიორგი დვალი, გიორგი ჯაში, ლუკა მაჭავარიანი, რენსომი და დევინ სპეისი.

„ტიტების“ გენერალური მენეჯერის, გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული ტრანსფერით გუნდის დაკომპლექტება დასრულდა. კლუბის წინაშე მხოლოდ ერთი მიზანი დგას სუპერლიგის საგზურის მოპოვება.

"ტიტების" პრესსამსახური

0.126741