საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის მატჩს ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი იგებს - 45:44.
მეორე მეოთხედის დასრულებამდე მაიკლ დიქსონის სამქულიანით საქართველო დაწინაურდა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო შეტევა შედეგიანად ვერ დაასრულა. საერთოდაც, დიქსონმა საოცარი ტაიმი ჩაატარა: 23 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი! არამარტო თანაგუნდელებში, არამედ პარკეტზე არ ჰყავს ბადალი მაიკლს.
აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში განახლდება.
სერბეთი – საქართველო 44:45 (21:21, 23:24 – პირველი ტაიმი)