ფეხბურთი

18:07 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისევ კვასხვაძე! სტატისტიკა ეროვნულ ლიგაში 

რა როლი შეასრულა როინ კვასხვაძემ ქუთაისის “ტორპედოს” ჩემპიონობაში, ეს ყველამ ნახა. 28 წლის მეკარე ჩემპიონატის გმირი გახდა. ამასთან, კვასხვაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატის 36-ვე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა!

ამას დაუმატეთ, რომ “ტორპედომ” ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა – 27. და ყველაზე მეტი მშრალი მატჩიც როინს ჰქონდა – 14.

კვასხვაძის გარდა, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ჩაატარა 36 მატჩი, თუმცა მას ზოგჯერ ცვლიდნენ, ან თავად შედიოდა შეცვლაზე. ეს “საბურთალოს” ფორვარდი ლაშა შინდაგორიძეა.

აქვე, ჩემპიონატის საინტერესო სტატისტიკაზე.

180 მატჩში გავიდა 506 გოლი. ერთ მატჩში საშუალოდ 2,81 გოლი.

73 თამაში მასპინძლებმა მოიგეს, 75 შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს, ხოლო 32 ფრედ დასრულდა.

უცნაურია, რომ სტუმრებმა უფრო მეტჯერ გაიმარჯვეს, თუმცა ეს იმის ბრალიცაა, რომ ზოგიერთ გუნდს საკუთარ ქალაქში არ უწევდა თამაში.

თბილისის “დინამომ” 23 თამაში მოიგო და აქედან 10-ჯერ დიდი ანგარიშით. ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომაც” 23-ჯერ იმარჯვა და მხოლოდ 3 შემთხვევაში – დიდი ანგარიშით.

ირაკლი სიხარულიძემ 25 გოლი გაიტანა. ჰეთ-თრიქი არ შეუსრულებია, მაგრამ 9-ჯერ მიითვალა დუბლი, რაც მშვენიერი შედეგია.

ჰეთ-თრიქებს რაც შეეხება, ორჯერ დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა, თითოჯერ კი – ბექა მიქელთაძემ, ბაჩანა არაბულმა, მამია გავაშელიშვილმა, მიკოლა კოვტალიუკმა, დავით ვოლკოვმა, მიხეილ სარდალიშვილმა.

ყველაზე დიდი სხვაობა: “საბურთალომ” “ლოკომოტივს” 6:0 მოუგო.

ყველაზე მეტი გოლიც “საბურთალოს” მონაწილეობით გავიდა, როცა ფოთის “კოლხეთს” 6:3 სძლიეს.

ბომბარდირები

ირაკლი სიხარულიძე (ლოკ) – 25

ბექა მიქელთაძე (დინ თბ) – 15

დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა) – 15

თორნიკე კაპანაძე (ტორ) – 14

გიორგი ხარაიშვილი (საბ) – 13

ბაჩანა არაბული (დინ თბ) – 11

ნიკა საბანაძე (ტორ/სამ) – 11

ლევან კუტალია (შუქ/ტორ) – 11

გიორგი კუხიანიძე (ტორ) – 11

საგოლე პასები

გრიგოლ დოლიძე (ტორ) – 13

დავით რაჟამაშვილი (სამ) – 11

გიორგი დიასამიძე (ლოკ) – 8

პაპუნა ფონიავა (დინ ბთ/ჩიხ) – 8

ბექა მიქელთაძე (დინ თბ) – 8

დათო კირკიტაძე (დილ) – 7

ირაკლი სიხარულიძე (ლოკ) – 7

გიორგი ჩაკვეტაძე (დინ თბ) – 7

ლევან კუტალია (შუქ/ტორ) – 6

ნიკა საბანაძე (ტორ/სამ) – 6

ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ ზურაბ დავითაშვილი (“დინამო” თბ). ის 2001 წლის 15 თებერვალს არის დაბადებული. იმავე წელს, 12 თებერვალს გახლავთ დაბადებული დავითაშვილის თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელია ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც წლევანდელ სეზონში გოლი გაიტანა. თანაც, რა ლამაზი გოლი გაიტანა “შუქურას” კარში.

ცნობისთვის, ლევან ყენიას შემდეგ, 16 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში გოლი არავის ჰქონდა გატანილი. და აი, კვარაცხელიამ ათწლიანი შესვენების შემდეგ მოახერხა.

0.113669