გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
“მინესოტამ” შინ “ფინიქსი” 119:108 დაამარცხა. მატჩის სტარტზევე მინესოტელები დაწინაურდნენ, მეორე პერიოდში “ფინიქსმა” 3 ქულით წინ გასვლა კი მოახერხა, თუმცა ეს იყო და ეს... ამის შემდეგ მატჩის რიტმს “ტიმბერვულვზი” აკონტროლებდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კარლ-ენტონი თაუნსი დაასახელეს, რომელმაც გუნდს 32 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. “ფინიქსში” ჯეიმსი 26 ქულით გამოირჩა.
“ჩიკაგო” საკუთარ დარბაზში “მაიამისთან” 93:100 დამარცხდა. მატჩის პირველ პერიოდში სულ 20 ქულა ჩავარდა - “ჩიკაგომ” 13:7 მოიგო. ნბა-ს ისტორიაში პირველ პერიოდში ჩაგდებული 20 ქულა მესამე შედეგია. ყველაზე ცოტა 18 ქულა პირველ პერიოდში 1956 წელს ჩავარდა, 19 ქულა 2004 წელს პორტლენდის” და “ნიუ ჯერსის” მატჩის პირველ პერიოდში მოგროვდა.
“ჩიკაგო” – “მაიამი” 93:100 (13:7, 29:38, 19:19, 32:36)
https://www.youtube.com/watch?v=CJvBSjhqoXM
“მინესოტა” – “ფინიქსი” 119:108 (33:227, 30:31, 30:22, 26:28)
https://www.youtube.com/watch?v=ffVccJ1YlNY
“მემფისი” – “ბრუკლინი” 88:98 (22:19, 25:28, 18:32, 23:19)
https://www.youtube.com/watch?v=j8adgr4Jp-k