ფეხბურთი

15:57 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” სერია A-ს რეკორდი გაიმეორა

ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის სერია A-ს რეკორდი გაიმეორა. “ბებერმა ქალბატონმა” ზედიზედ 43 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და ამაზე მეტჯერ არცერთ იტალიურ გუნდს გოლი მიყოლებით არ გაუტანია.

აღსანიშნავია, რომ რეკორდი აქამდეც “იუვეს” ეკუთვნოდა. 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის მარტამდე ტურინელებმა ასევე 43 მატჩში მოახერხეს გოლის გატანა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი რეკორდის გაუმჯობესებას მომდევნო ტურში ეცდება, რომელსაც “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

“იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა უგოლოდ ბოლოს 2016 წლის 22 ოქტომბერს ჩაატარა, როდესაც “მილანთან” (0:1) დამარცხდა.

0.115324