კალათბურთი

11:45 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “მთავარია მწვრთნელის დარიგებები ზუსტად შევასრულოთ”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრაში დღეს, სტუმრად სერბეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ შეასრულებს გუნდი მწვრთნელის დარიგებებს.

“სერბეთს ამხანაგური შეხვედრა რომ მოვუგეთ, ეს არაფერს ნიშნავს. ამ გუნდთან პირველი ოფიციალური შეხვედრა ახლა გვიწევს და ადვილი თამაში არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ნბა-ს და ევროლიგის მოთამაშეები არ ჰყავთ, მაინც კარგი შემადგებლობით არიან წარმოდგენილები, სახლში თამაშობენ და ფავორიტად ითვლებიან. თუმცა ჩვენ შეძლებისდაგვარად დავამუშავეთ ტაქტიკა, როგორ უნდა ვითამაშოთ დაცვაში. ახლა მთავარია, როგორ შევასრულებთ მწვრთნელის დარიგებებს, განსაკუთრებით მაღლებთან და მსროლელებთან მიმართებაში. თავდასხმაში უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სასროლი შევუქმნათ და ალბათ, ამაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული”- განაცხადა მარკოიშვილმა.

სერბეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

0.112636