დანიის სუპერლიგის მე-17 ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “სილკებორგმა” ერთპიროვნულ ლიდერ “ბრონდბიუს” უმასპინძლა და ვერაფერს გახდა – 1:3.
არადა, მასპინძლები იგებდნენ: 33-ე წუთზე კუთხურის შედმეგ დავით სხირტლაძემ თავური დარტყმით შეძლო ლიდერის კარში გოლის გატანა. მაგრამ, ეს არ გამოდგა საკმარისი. კლასმა თავისი გაიტანა და “ბრონდბიუმ” დამაჯერებლად მოიგო.
სხირტალძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მათე ვაწაძე მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთიდან გამოჩნდა. 24 წლის ქართველი შემტევისთვის მიმდინარე სუპერლიგაში ეს მესამე გოლი გახლდათ.
“სილკებორგი” 17 ტურში მოპოვებული 14 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე იმყოფება.