ვაკო გვილია ბელარუსის ჩემპიონი გახდა. ბატე-მ ბოლო ტურში კინაღამ დაკარგა პირველი ადგილი: აგებდა და საბოლოოდ ფრედ დაასრულა “გოროდეიასთან” – 3:3.
კარგა ხანია, გვილიას არ ათამაშებენ. არც ბოლო ტურში გამოუყვანიათ მინდორზე. 9 მატჩი, 1 გოლი – ასეთია ქართველის მონაგარი სეზონში.
ვაკო შარშანაც გახდა ბელარუსის ჩემპიონი. ბატე-სთვის ეს მე-14 საჩემპიონო ტიტულია და აქედან ზედიზედ მე-12.