ფეხბურთი

19:07 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია!

ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს 2017 წლის ჩემპიონია. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში კახა ჩხეტიანის გუნდს უშუალო კონკურენტ თბილისის "დინამოსთან" მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და საწადელის მიღწევა მოახერხა. მატჩის და საერთოდ, სეზონის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 76-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. იმერელთა შემტევი ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებს გაექცა და თავით ლიტოვჩენკოს შანსი არ დაუტოვა - 0:1.

თუმცა, ეს არ ყოფილა სეზონის კულმინაცია. რამდენადაც დიდი წვლილი კაპანაძემ შეიტანა ჩემპიონობაში, იგივე გვეთქმის როინ კვასხვაძეზე. ქუთაისელთა კაპიტნმა ჯერ 90-ე წუთზე აკაკი შულაიას აუღო ძალიან რთული ბურთი, ხოლო მსაჯის მეოთხე, ბოლო დამატებულ წუთზე, პენალტი მოიგერია!

მიკოლა კოვტალიუკის წაქცევისთვის დანიშნული ტერთმეტრიანი ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. "დინამოს" კაპიტანს რომ გაეტანა, ჩემპიონი დედაქალაქეური გუნდი ხდებოდა, მაგრამ ორი კაპიტნის დუელში გამარჯვებული კვასხვაძე გამოვიდა... მატჩიც და სეზონიც აქ დასრულდა.

"ტორპედო" საქართველოს ჩემპიონი 15-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა. ისტორიაში კი ეს ქუთათურთა მეოთხე ტიტულია.

WORDLSPORT.GE შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

"დინამო" - "ტორპედო" 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კაპანაძე (76)

გამოუყენებელი პენალტი: კიტეიშვილი (90, მეკარე)

0.117185