ფეხბურთი

17:50 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურა” გავარდა, “ლოკომოტივი” მეექვსემდე დაეშვა

ერთი თამაშიღა დარჩა ეროვნულ ლიგაში და თან, როგორი: ‘დინამო”-“ტორპედო”, რომელიც ჩემპიონობის ბედს გადაწყვეტს. მანამდე კი, ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. გაირკვა, რომ ეროვნული ლიგიდან პირდაპირ გავარდა ქობულეთის “შუქურა”.

ქობულეთელებმა შინ 1:2 წააგეს ცხრილში უმოტივაციო “საბურთალოსთან”. გია ჭიაბრიშვილის გუნდს მადლობა ეკუთვნის ფეარ ფლეის დაცვის გამო. ისე, “შუქურას” რომც მოეგო, ვერ გადარჩებოდა რადგან “კოლხეთმა” 2:1 აჯობა ბათუმის “დინამოს”.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” 1:0 მოუგო თბილისის “ლოკომოტივს”, რომელმაც სეზონის ბოლო წრე მთლიანად ჩააგდო. “ლოკო” ევროსაგზურისთვის იბრძოდა და ბოლოს მეექვსეზე აღმოჩნდა... “ჩიხურას” კი სეზონის მთავარი თამაში წინ ელის” 2 დეკემბერს, გორში, თასის ფინალი “ტორპედოსთან”.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი ოფს: ბათუმის “დინამო” ბოლნისის “სიონს” ეთამაშება, ხოლო ფოთის “კოლხეთი” მარტვილის “მერანს”...

ჩიხურა – ლოკომოტივი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სარდალიშვილი (48)

შუქურა – საბურთალო 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტერა (21), 0:2 ტერა (65), 1:2 სანდრო გურული (74)

დინამო ბთ – კოლხეთი 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 თევდორაძე (51), 1:1 ბუხაიძე (63), 1:2 დერებჩინსკი (79)

0.123529