საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის შიო ხეცურიანი იბრძოლებს.
რამდენიმე დღის წინ გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურად აღნიშნულ პრეზენტაციას, რომელშიც ინდიკატორები (შუალედური შედეგები) წლების მიხედვით გაწერილია და მარტივად გაზომვადია, რაც გაწეული სამუშაოს შეფასების საშუალებას იძლევა.
2018-2020 წლებში დაგეგმილი პრიორიტეტული აქტივობები: რეგიონებში კალათბურთის განვითარება, ნიჭიერ ბავშვთა მოძიების პროგრამა, ბავშვთა განათლების მონიტორინგი, რეგიონალური ასაკობრივი ჩემპიონატები, დამოუკიდებელი არბიტრაჟი, მოლაპარაკებების დაწყება FIBA-სთან და NBA-სთან სხვადასხვა პროგრამების განსახორციელებლად, მარკეტინგული აქტივობები, სამედიცინო შემოწმება, მოთამაშეთა სავალდებულო დაზღვევა, ქალთა გუნდების დაფინანსება, ქუჩის კალათბურთის მოედნების მოწყობა, საკალათბურთო რეესტრის შექმნა.
10-წლიან სტრატეგიაში ძირითადი მიზნებია: კალათბურთელთა რაოდენობის, როგორც ქალთა, ასევე კაცთა, ზრდა; საქართველოს მასშტაბით ბავშვთა კალათბურთის განვითარება; არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და ახალი დარბაზების მშენებლობის ინიცირება; მწვრთნელების და მსაჯების კვალიფიკაციის და რაოდენობის ზრდა; სუპერლიგის და ა ლიგის განვითარება, სამოყვარულო კალათბურთის ხელშეწობა; სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების აქტიურად ჩართვა კალათბურთში; თანამედროვე სტანდარტების, სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული რეგულაციების შემუშავება; დამატებითი ფინანსების მოზიდვა და განსახორციელებელი პროექტების ეფექტურ პრიორიტეტიზაცია.
შიო ხეცურიანი: „ჩვენი მიზანია ვაქციოთ კალათბურთი საქართველოში ცხოვრების წესად. აღნიშნული სტრატეგია იქნება სახელმძღვანელო ჩვენთვის და მონიტორინგის საშუალება კალათბურთით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.“
გაეცანით შიო ხეცურიანის კალათბურთის განვითარების პროგრამის 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციას.
გადმოსაწერი ბმული: