ფეხბურთი

14:30 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი "ბარსელონასთან" მოსალაპარაკებლად მზადაა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი კატალონიის "ბარსელონასთან" მოსალაპარაკებლად მზადაა. როგორც The Sun-ი იუწყება, ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და იანვრიდან ესპანელებთან მოლაპარაკების შესაძლებლობა მიეცემა.

ასევე, ინგლისელი ჟურნალისტის ჯონ კროოსის ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელს წელიწადში 18 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჯერჯერობით ინგლისური კლუბის პოზიცია აღნიშნულ ინტერესთან დაკავშირებით უცნობია.

იოზილი "არსენალში" 2013 წელს "რეალიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 171 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 60 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

0.111232