ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" შემტევის ტომა ლემარის გადაბირებას შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია Mail on Sunday-მ გაავრცელა. "მეთოფეებმა" ფრანგებს ზაფხულში ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.
ლემარი "მონაკოში" "კაენიდან" 2015 წელს გადავიდა და ახალი გუნდის მაისურით პირველივე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი ტომამ 55 შეხვედრაში თავი 14 გოლით გამოიჩინა. ასევე "მონაკოს" რიგებში შემტევს 25 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ლემარს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გასულ წელს ჰქონდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.