კალათბურთი

12:25 | 26.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 10 ქულა და გამარჯვება “ნიუ ორლეანთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ნიუ ორლეანი” 110:95 (VIDEO)დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “ნიუ ორლეანმა” პირველი პერიოდი 14 ქულით მოიგო, თუმცა დანარჩენი სამი პერიოდი “მეომრების” უპირატესობით მიმდინარეობდა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ნიუ ორლეანელთა ცენტრმა ენტონი დევისმა, რომელმაც 30 ქულა, 15 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. “გოლდნ სტეიტში” 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, 24 ქულა კლეი ტომპსონს ჰქონდა.

“გოლდენ სტეიტი” 15 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

0.118186