ცოტა ხნის წინ ტურინის “იუვენტუსმა” 120 წლის იუბილე იზეიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელებმა გულშემატკივრებს მისცეს საშუალება, რომ თავიანთი მოსაზრებით, “იუვეს” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეედგინათ.
ტურინელთა ვებგვერდზე ამის გაკეთება ნებისიერ მსურველს დაახლოებით სამი კვირს განმავლობაში შეეძლოთ. საბოლოოდ, კი ხმები შეჯამდა და “ბიანკონერის” ყველა დროის სიმბოლური ნაკრებიც შედგა, რომელიც თავად გულშემატკივრებმა შეარჩიეს.
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (2001 წლიდან დღემდე)
მცველები: ფაბიო კანავარო (2004-2006, 2009-2010), გაეტანო შირეა (1974-1988), ჯორჯო კიელინი (2005 წლიდან დღემდე)
ნახევარმცველები: მიშელ პლატინი (1982-1987), ანდრეა პირლო (2011-2015), ზინედინ ზიდანი (1996-2001), პაველ ნედვედი (2001-2009)
თავდამსხმელები: რობერტო ბაჯო (1990-1995), დავიდ ტრეზეგე (2000-2010), ალესანდრო დელ პიერო (1993-2012)
სწორედ აღნიშნული ფორმაციის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს გამოკითხულ ქომაგთა უმეტესობამ. შეგახსენებთ, “იუვენტუსი” 1897 წლის 1 ნოემბერს დაარსდა და შესაბამისად, 120 წლისთავიც მიმდინარე თვის დასაწყისში აღინიშნა.