ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო ტურის ორი მატჩი დასრულდა. ბოლო ადგილზე გავიდა "ზუგდიდი", რომელმაც მარტვილის "მერანთან" გასვლაზე 1:2 წააგო. მარტვილელთაგან ორივე გოლი გამოცდილმა რევაზ ბარაბაძემ გაიტანა, ხოლო ზუგდიდელთაგან ცოტნე სამუშიამ შეაგდო.
ამ ტურამდე, ბოლოზე იყო ტყიბულის "მეშახტე", მაგრამ ქუთაისში 1:0 სძლია "რუსთავს" და მეცხრეზე აინაცვლა. გიორგი ცაგარეიშვილის გატანილმა გოლმა ტყიბულელები გაახარა და გუნდი ლიგა2-ში დასარჩენად ფლეი ოფში ითამაშებს თბილისის "ნორჩ დინამოსთან".
მოკლედ, "ზუგდიდი" ლიგა 3-ში გავარდა...
ინტრიგა რჩებოდა მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის. მეშვიდეზე გასული ფლეი ოფს იცილებდა თავიდან. "ცხინვალმა" 4:0 აჯობა "გაგრას" და ისევ ლიგა2-ში ითამაშებს, აი, "გურიამ" კი წააგო "ვიტ ჯორჯიასთან" (0:1) და მერვეზე გავიდა. ისე, გურულებს რომც მოეგოთ, აზრი აღარ ჰქონდა, მაინც ცხინვალელთა ვერმოგების იმედად იყვნენ.
ასე რომ, ლიგა 2-ში დასარჩენად, ფლეი ოფში ასეთი წყვილებია: გურია - თელავი, ნორჩი დინამო - მეშახტე
მერანი - ზუგდიდი 1:1
გოლი: 1:0 რევაზ ბარაბაძე (67), 1:1 ცოტნე სამუშია (88), 2:1 რევაზ ბარაბაძე (90+1)
მეშახტე - რუსთავი 1:0
გოლი: 1:0 ცაგარეიშვილი (55)
ვიტ ჯორჯია - გურია 1:0
გოლი: 1:0 ჩაკვეტაძე (86 პენ)
სიონი - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 გოგუაძე (42), 1:1 მიქაბერიძე (71), 1:2 ჩიხლაძე (76)
ცხინვალი - გაგრა 4:0
გოლები: 1:0 ლევან ბარაბაძე (24), 2:0 ნიკოლოზ მაისურაძე (36), 3:0 ლომსაძე (63), 4:0 ქრისტესიაშვილი (86)