ფეხბურთი

22:50 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” “ბარსელონასთან” უმწვრთნელოდ ითამაშებს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი მარსელინიო ტორალი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შესაბამისად, “ღამურებს” ლა ლიგის მოდევნო შეხვედრების ჩატარება თავკაცის გარეშე მოუწევთ. მათ შორის, “ბარსელონასთან” ერთობ მნიშვნელოვანი თამაშის გამართვაც.

რაც შეეხება სასჯელის მიზეზს – მარსელინიო “ესპანიოლთან” მატჩში მსაჯების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამუდმებით გამოხატავდა და სადისციპლინო კომიტეტმა ეს არ აპატია.

შეგახსენებთ, “ვალენსიასა” და “ბარსელონას” თამაში 26 ნოემბერს, “მესტალიაზე” გაიმართება. ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში სწორედ ეს გუნდებია და შესაბამისად, შეხვედრის მნიშვნელობაც ძალზე დიდია.

0.115839