პირველად საქართველოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ პროექტს - „მსაჯთა აკადემიას“ იწყებს, რომელიც სრულიად უფასოა კურსის მონაწილეთათვის. მსაჯთა აკადემიაში სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება 21 ნოემბრიდან დაიწყო.
თუ გსურთ, გახდეთ „მსაჯთა აკადემიის“ მონაწილე და დაეუფლოთ მსაჯის პროფესიას, შეავსეთ განაცხადი 12 დეკემბრამდე სპეციალურად პროგრამისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე www.msaji.ge
განაცხადების მიღების შემდეგ პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატები შესაბამის გასაუბრებას გაივლიან. კურსანტის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ, მისთვის მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ გექნებათ რეალური შანსი დაიწყოთ სამსაჯო კარიერა!
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 577 990 940
gff.ge