მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ იაკინფეევმა ერთობ უსიამოვნო სერია როგორც იქნა დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი არ გაუშვა. გუშინ, რუსულმა გუნდმა ლისაბონის “ბენფიკა” 2:0 დაამარცხა და ეს იყო ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველი თამაში ლიგაზე, რომელშიც აკინფეევმა კარი მშრალად შეინახა.
უნდა აღინიშნოს, რომ იგორი ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდსმენია – მან ლიგაზე ზედიზედ 43 მატჩის განმავლობაში ვერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
“ბენფიკამდე” იგივე ბოლოს აკინფეევმა 2006 წლის 1 ნოემბერს, “არსენალთან” შეხვედრაში შეძლო. მაშინ, რუსული გუნდის კარს ტიერი ანრი და რობინ ვან პერსი უტევდნენ, თუმცა უშედეგოდ...