ავსტრალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ანგე პოსტეჩოღლუმ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
როგორც ავსტრალიელი სპეციალისტი ამბობს, მას ძალა აღარ აქვს, ნაკრები მუნდიალზეც გაწვრთნას:
“ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მქონდა პრივილეგია 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თუმცა ენერგია აღარ მაქვს, ამიტომ სჯობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიას ახალი მწვრთნელი ჰყავდეს”, - განაცხადა ანგემ.
ანგე პოსტეჩოღლუს თავკაცობით ავსტრალიის ნაკრებმა მუნდიალის საგზური პლეი-ოფში ჰონდურასის (3:1) ძლევის შემდეგ გაიფორმა.