ესპანური “სევილიას” ფეხბურთელმა ვისამ ბენ იადერმა “ლივერპულთან” ქამბექი იტალიურ “მილანს” მიუძღვნა. ფრანგმა ფორვარდმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსა ფოტო წარწერით, რომელზეც “სევილიასა” და “ლივერპულის” მატჩის ანგარიში (3:3) იყო გამოსახული:
“მილან”, იმედია უყურე ამას”, - დაწერა ბენ იადერმა.
ადვილი მისახვედრია, რომ “სევილიას” შემტევმა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის დაუვიწყარი ფინალი გაიხსენა. მაშინ “ლივერპული” “მილანთან” პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ის თამაში მოიგო.
გუშინ, “სანჩეს პისხუანზე” ყველაფერი პირიქით მოხდა...