ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “მინესოტას” ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი, ხოლო აღმოსავლეთში “ტორონტოს” ლიდერი დემარ დეროზანი აღიარეს.
გასულ კვირას “ტორონტომ” ოთხივე შეხვედრა მოიგო, დეროზანი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26.8 ქულას, 7.3 მოხსნას და 6 პასს აგროვებს. თაუნსი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20.3 ქულას და 12.3 მოხსნას ითვლიდა.