ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა კარიერის იტალიურ გუნდში დასრულებას არ გეგმავს. როგორც არგენტინელმა ფეხბურთელმა თქვა, არ იცის რა მოხდება მომავალში და შესაბამისად, დაპირების მიცემაც არ შეუძლია.
“კარიერის ბოლომდე “იუვენტუსში” დავრჩები თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. დაპირებების გაცემა არ შემიძლია. თუმცა, არ ვამბობ, რომ მიმდინარე სეზონი ჩემთვის ბოლოა ტურინში”, - აღნიშნა დიბალამ.
საინტერესოა, რომ არგენტინელი არცთუ დიდი ხნის წინ ამბობდა, რომ მზად იყო კარიერა “ბებერ ქალბატონში” დაესრულებინა, თუ ამას კლუბის ხელმძღვანელობა მოინდომებდა.
დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს “პალერმოდან” გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 14 გოლია.