კვირას, 19 ნოემბერს, „ავაზას“ სტადიონმა, პირველი ლიგის პლეი-ოფის დასკვნით მატჩს - „პლატინუმი“ – „ბასიანს“ უმასპინძლა. მატჩის დასაწყისში თამაშის სადავეები „ბასიანის“ ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ, რაც გატანილ გოლში აისახა და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში,„პლატინუმის“ მწვრთნელის სწორმა ტაქტიკურმა გადაწვეტილებამ სურათი რადიკალურად შეცვალა, თამაში „პლატინუმის“ კარნახით წარიმართა და მატჩის მე-60 წუთისთვის გუნდმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
გატანილი გოლის შემდეგ გუნდები ერიდებოდნენ შეტავაზე გადასვლას და 11-მეტრიანი დარტყმებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე „პლატინუმის“ ფეხბურთელებმა მეორედ შეძლეს „ბასიანის“ კარში ბურთის გატანა.
„ბასიანის“ ფეხბურთელები დარჩენილ დროში შეეცადნენ გოლის გატანას, თუმცა მეტოქე გუნდის მცველების კარგი თამაშის გამო ვერაფერი მოახერხეს და საბოლოო შედეგი 2:1 დაფიქსირდა.
„პლატინუმმა“ თბილისის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია„აჭარა“, ტელეკომპანია„თრიალეთი“.
ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო„ჯაკო“.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია