კალათბურთი

12:49 | 21.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი "ტიტებში" ითამაშებს

24 წლის ამერიკელი გამთამაშებელი კაჰიმ რაშად რენსომი "ტიტების" შემადგენლობაში ითამაშებს. ამის შესახებ ქართული კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

კალათბურთის ქართველი გულშემატკივარი რენსომს კარგად იცნობს. ის ორი წლის განმავლობაში სუპერლიგის მონაწილე ‘’მგზავრებში’’ თამაშობდა.

შარშანდელ სეზონში რენსომი ‘’მგზავრებს’’ სეზონის შუაში შეუერთდა და უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნდა. საშუალოდ 18 ქულას, 5.5 მოხსნას და 4 პასს აკეთებდა.

2015-2016 წლის სეზონში საშუალოდ მისი მონაგარი 14.5 ქულა, 6.8 მოხსნა და 5.4 პასს შეადგენდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რენსომი შარშან სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.112897