სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:10 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხუსუს ვასკესი: "საქართველოში "ბასკონიას" სკოლა დაარსდება"

დღეს, თბილისს “სასკი ბასკონიას” გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი სტუმრობდა, რომელმაც სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან არსებული კონტრაქტის ირგვლივ ისაუბრა, რომლის თაობაზეც ბოლო პერიოდში ბევრი ითქვა და კითხვებიც გაჩნდა:

“არ ვაპირებთ თავის მართლებას, მაგრამ რადგან ჩვენს შორის დადებულმა კონტრაქტმა გარკვეული კითხვები გააჩინა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პრესკონფერენცია გაგვემართა. გვინდა წარმოვადგინოთ და ნათელი გავხადოთ საკითხები, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებს.

“ბასკონია” 60 წელია არსებობს და ევროლიგაში თამაშობს. ჩვენ ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გვაქვს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით დაიშვა გამონაკლისი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომელთაც ჩვენ ვარჩევთ, საშუალება მიეცეთ ჩაერთვნენ ჩვენს პროგრამაში.

კალათბურთის ფედერაციის მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელშეწყობა იყო. ეს კი ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებაში გამოიხატებოდა. მახსოვს ჩვენთან თორნიკე შენგელიას უნდა ეთამაშა. ზოგადად არასდროს ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ფედერაციებთან, თუმცა საქართველოსთან მაშინ ექსკლუზიური ხელშეკრულება გავაფორმეთ.

ფედერაცია ყოველწლიურად გვიგზავნის ქართველ ახალგაზრდებს და 300 000 ევროს ინვესტიციას დებს, რაც საერთო ჯამში 1.5 მილიონს შეადგენს. ამით დამწყები კალათბურთელები მეტ საერთაშორისო გამოცდილებას იღებენ. ეს პროგამა მხოლოდ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაზეა გათვლილი და არავის შეეძლება იგივეს გაკეთება. თანხას მნიშვნელობა არ აქვს.

ქართველები ესპანეთში დიდ გამოცდილებას იღებენ. მერწმუნეთ ის თანხა, რომელსაც ქართული მხარე იხდის ბევრად ნაკლებია იმ ხარისხზე, რასაც ქართველი ახალგაზრდები იღებენ.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხა სხვა ქვეყნის მოთამაშეები არ დაფინანსდებიან.

ქართულ კალათბურთს ეს ინვესტიცია 8-9 წლის შემდეგ უკან დაუბრუნდება. საქართველოს 16-წლამდე კალათბურთის ნაკრების დამსახურება ნაწილობრივ ჩვენი დამსახურებაცაა, რადგან იქ “ბასკონიაში” ნავარჯიშები მოთამაშეები ირიცხებიან. მინდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ ხელშკერულებას არავისთან გავაფორმებთ, რადგან ეს არ გაგვიკეთებია ფული გამო – ჩვენი გუნდის ბიუჯეტი ისედაც 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ასევე, საქართველოში “ბასკონიას” სკოლა დაარსდება და მასში ესპანელ მწვრთნელებთან ერთად ქართველებიც იმუშავებენ. თავდაპირველად სკოლა თბილისში გაიხსნება, თუმცა შემდეგ გვაქვს გეგმაში, რომ სხვა ქალაქებიც მოვიცვათ”, - განაცხადა ვასკესმა.

პრესკონფერენცია ვრცლად

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115875