კალათბურთი

20:21 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანის შეხვედრა აჭარის კალათბურთის წარმომადგენლებთან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი აგრძელებს წინასაარჩევნო შეხვედრებს. საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბათუმში, სადაც ხეცურიანი აჭარის კალათბურთის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

აჭარაში კალათბურთი საკმაოდ პოპულარულია და ამ შეხვედრამაც ინტერესი გამოიწვია. პრეზიდენტობის კანდიდატმა საზოგადოებას კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა წარუდგინა.

შიო ხეცურიანი: "აჭარაში კალათბურთის მასობრიობის გაზრდის დიდი პოტენციალია. შეხვედრაზე განვიხილეთ 10-წლიანი განვითარების სტრატეგია, მივიღეთ რეკომენდაცია ბავშვთა კალათბურთში ჩემპიონატების ჩატარების მოდელზე, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ."

ლაშა კეშელავა (საკალათბურთო კლუბ «ბათუმი 2010»-ის დირექტორი): "შიო ხეცურიანის მიერ ჩატარებული პრეზენტაცია იყო შთამბეჭდავი. მის მიერ წარდგენილი გეგმები, სტრატეგიები – ყველაფერი ეს არის მომავალი და ვთვლი, რომ ეს წარმატებას მოუტანს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას. აუცილებელია რეგიონებში კალათბურთის როლის გაზრდა. ჩვენ გვჯერა, რომ შიო და მისი გუნდი ამას გააკეთებს."

მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი

0.202453