კალათბურთი

20:40 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა და 8 მოხსნა ყოფილ გუნდთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეცხრე ტურში მალაგას “უნიკახა” სტუმრად “მორაბანკ ანდორასთან” ვერაფერს გახდა და დამარცხდა – 60:66.

ანდალუზიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა გიორგი შერმადინი, თუმცა პარკეტზე საკმაო დრო გაატარა – 21:47 წუთი. აღნიშნულ პერიოდში გიორგიმ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 8 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შერმადინმა 5-დან ორი ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. საგულისხმოა, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტით (14) ჩვენებური თანაგუნდელთა შორის საუკეთესო გახლდათ.

“ანდორას” შემადგენლობაში არ უთამაშია ბექა ბურჯანაძეს, რომელიც კარგა ხანია ტრავმას მკურნალობს.

“უნიკახა” 9 ტურის თავზე 4 მოგებითა და 5 წაგებით მეცხრე ადგილზეა, ხოლო “ანდორასაც” იგივე შედეგი აქვს და ერთი საფეხურით დაბლა იმყოფება. მალაგელები მომდევნო ტურში 3 დეკემბერს, სახლში “ჟუვენტუტს” უმასპინძლებენ.

0.122159