“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 7-თვიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ჟოზე მოურინომ 36 წლის ფეხბურთელი “ნიუკასლთან” შეხვედრაში ათამაშა.
მატჩის მერე ზლატანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“მოედანზე დაბრუნება ძალიან ემოციური იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდად ვიყავი და ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ლომები უფრო ადრე ჯანმრთელდებიან, ვიდრე ადამიანები”, - განაცხადა იბრამ.
შეგახსენებთ, ზლატანმა მუხლის მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიიღო და წინასწარი ვარაუდით მოედანზე 2018 წლამდე ვერ უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, შვედმა ტრავმა ნავარაუდევზე ადრე მოირჩინა.