ფეხბურთი

18:31 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვილია – ჩემპიონობასთან ახლოს, მაგრამ...

ვაკო გვილია, სავარაუდოდ, ზედიზედ მეორედ გახდება ბელარუსის ჩემპიონი. ერთი ტური დარჩა და ბატე ორქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

ბოლოსწინა ტურში, სოლიგორსკის “შახტიორმა” მოულოდნელად შინ წააგო “ჟოლდინოსთან” (1:2) და ლიდერობა დაკარგა. ბატე-მ კი შინ 3:1 სძლია “ნემანს”, რომლის ძირითად შემადგენლობაში იყო მცველი გიორგი ქანთარია და 79-ე წუთზე გააძევეს. ქანთარია 20 წლისაა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გახლდათ.

ბატე-ს განაცხადში იყო ვაკო გვილია, მაგრამ არ უთამაშია. საერთოდაც, სექტემბრის პირველი რიცხვების შემდეგ, კლუბში სათამაშო პრაქტიკის გარეშეა.

მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოებაა. როგორც შევიტყვეთ, სანაკრებო შეკრებიდან ტრავმით დაბრუნების გამო აითვალწუნეს.

0.112685