ლეგენდარული იტალიელი მცველი ალესანდრო ნესტა, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, ამერიკულ “მაიამის” ტოვებს. ამის შესახებ 41 წლის სპეციალისტიმა საკუთარ სოციალურ ქსელში განაცხადა.
“ორი ფანტასტიკური წლის შემდეგ “მაიამიში” ჩემი მოღვაწეობა დასრულებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა. მადლობა, “მაიამის” გულშემატკივრებს”, - დაწერა ნესტამ.
ალესანდრო ნესტა “მაიამის”, რომელიც ამერიკული NASL ლიგაში თამაშობდა, 2015 წლის სექტემბრიდან თავკაცობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს სამწვრთნელო მოღვაწეობას “ლაციოს”, “მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი.