ფეხბურთი

15:44 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე “სიტი” უფრთხის და იტალიას გვერდს უვლის

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი “მანჩესტერ სიტის” თამაშით აღფრთოვანებულია. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, “ქალაქელები” ყველაზე სახიფათონი არიან.

გარდა ამისა, კონტემ იტალიის ნაკრებში თავის შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი:

“მანჩესტერ სიტი” ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს არამარტო ინგლისში, არამედ მსოფლიოში. ამ გუნდს ჰყავს შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი და დიდებული სტრატეგია აქვთ. ზაფხულში ზუსტად ის ფეხბურთელებიც შეიძინეს, რომელიც სჭირდებოდათ. ვფიქრობ, “სიტის” შეუძლია ყველა ტურნირის მოგება.

იტალიის ნაკრებში ჩემი დაბრუნება? – ჩემი ქვეყნის ფეხბურთისთვის ახლა კარგი დრო არ დგას. მუნდიალზე 60 წლის შემდეგ ვერ გავედით და ეს ჩვენთვის კატასტროფაა. ფეხბურთის ფედერაციას დიდი დაფიქრება სჭირდება, რომ ზუსტად ის მწვრთნელი დანიშნოს, რომელიც გუნდს სჭირდება”, - განაცხადა კონტემ.

0.110424