ფეხბურთი

12:41 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" შავი დღეები (+VIDEO)

ცუდ დღეშია “დორტმუნდი” – არადა, პეტერ ბოში “სიგნალ იდუნა პარკზე” დიდი მოლოდინით მიიწვიეს, ეგებ, “ბაიერნის” 5-წლიანი ჰეგემონია დავამხოთო. დასაწყისი ჩინებულიც იყო, მაგრამ აგრ ლამის ორი თვე გავიდა და “დორტმუნდს” ბუნდესლიგაში არ მოუგია.

ბოლოს “ყვითლებმა” 30 სექტემბერს, “აუგსბურგს” აჯობეს. იქედან მოყოლებული 5 ტურია მოუგებლად თამაშობს და მეტიც, ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ამჯერად უკვე, “მერსედეს ბენც არენაზე”. “შტუტგარტი” მალევე დაწინაურდა – მარკ ბარტრამ და რომან ბიურკიმ ერთმანეთზე ამაზრზენად ითამაშეს და რაღაც დარჩენოდა მასპინძელ შემტევ ეკოლოს, ცარიელ კარში შეიტანა ბურთი.

მერე იყო ფილიპის გოლი, მაგრამ “ბორუსიამ” დიდი ხანი ვერ შეინარჩუნა თუნდაც საყაიმო ანგარიში. იოსიპ ბრეკალომ კიდევ ერთხელ ისარგებლა მეკარის და დაცვის ცუდი თამაშით. “დორტმუნდი” ერთი თვის წინ “ბაიერნს” 5 ქულით უსწრებდა. და, რა ხდება ახლა? – 4 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტი აქვს ჩატარებული... ჰო, “ბორუსიამ” ბოლო 5 ტურში 14 გოლი გაუშვა და ასეთი ცუდი მაჩვენებელი ბოლოს 1991 წელს დააფიქსირა.

კარგი მდგომარეობა რომ არაა პეტერ ბოშის გუნდში შედეგებიდანაც ჩანს, მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ წუხანდელ მატჩს პიერ-ემერიკ ობამეიანგი დააკლდა. როგორც “ბორუსიამ” განმარტა, დისციპლინის გამო, მაგრამ თავად გაბონელი არ დარჩენილა ვალში და თქვა, გაუგებარია, რატომ დავრჩი განაცხადს მიღმაო...

და კიდევ ერთი: პეტერ ბოშის ნდობის მანდატი არ ამოიწურა?..

“შტუტგარტი” – “დორტმუნდი” 2:1 (1:1) VIDEO

გოლები: 1:0 აკოლო (5), 1:1 ფილიპი (45), 2:1 ბრეკალო (51)

თეგებიბუნდესლიგა
0.154371