ინგლისის პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ სიტის” წევრი ლეროი სანე დასახელდა. ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა გასულ თვეში მართლაც გამორჩეულად ითამაშა.
სანემ 3 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. საგულისხმოა, რომ ამის გაკეთება ლეროიმ სამ შეხვედრაში მოახერხა.
ლეროი სანე პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დასახელდა.