ფეხბურთი

21:27 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ 7 შვილსა და 7 “ოქროს ბურთს” უმიზნებს

მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ “ოქროს ბურთს” მოიგებს. როგორც, ფეხბურთელმა ფრანგულ მედიას განუცხადა, სურს, რომ შვიდი შვილი ჰყავდეს და შვიდი “ოქროს ბურთი” ჰქონდეს.

“როგორც ყოველთვის მჯერა, რომ გავიმარჯვებ. გასული სეზონი არ ყოფილა გამონაკლისი და ტიტულები მოვიგე. გავხდი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. თუ “ოქროს ბურთს” მოვიგებ, სრულყოფილი წელი გამომივა.

ეს ჩემი მეხუთე “ოქროს ბურთი” იქნება, თუმცა არა შემთხვევითი. 15 წელი ამისთვის ბევრი ვიშრომე.

მინდა, რომ შვიდი შვილი მყვადეს და შვიდი “ოქროს ბურთი” მქონდეს, რადგან ჩემი ნომერი შვიდია”, - უთხრა რონალდუმ L’Equipe-ს.

კრიშტიანუ რონალდუს სურვილის ასახდენად კიდევ ბევრი შრომა მოუწევს. ამჟამად მის აქტივში ოთხი “ოქროს ბურთი” და ამდენივე შვილია.

0.119612