ფეხბურთი

19:15 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდელები საერთაშირისო ტურნირზე ითამაშებენ

5-8 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით, თბილისი ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს 15-წლამდე ნაკრებებს შორის.

მატჩები 5, 6 და 8 დეკემბერს გაიმართება. მონაწილეები კი საქართველოს 15-წლამდე ნაკრების გარდა, თურქეთი, ბელარუსი და ლიტვა იქნებიან.

ტურნირის განრიგს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

15-წლამდელთა ნაკრები ამ ზაფხულს შეიქმნა. ქართველთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაურია.

0.154907