კალათბურთი

16:07 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძის ტრავმის შესახებ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოეს მატჩებში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

“საქართველოს ჩამოსვლის შემდგომ შემოწმება გავიარე. სამწუხაროდ, ფეხზე კვლავ დაზიანება მაქვს და ნაკრებს ვერ დავეხმარები”, - განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ნოემბერში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 24 ნოემბერს გერმანიას, ხოლო 27 ნოემბერს სერბეთს დაუპირისპირდებიან.

0.11824