იტალიის სერია A-ს მე-13 ტური ცენტრალური მატჩით გაიხსნება. რომაული დერბი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ ახლა, როდესაც “რომაც” და “ლაციოც” ჩინებულ ფორმაში არიან, კიდევ უფრო დამაინტრიგებელია.
იტალიური მედიის ცნობით, აღნიშნულ მატჩში საეჭვოა “ჯალოროსის” ნახევარმცველის რაჯა ნაინგოლანის თამაში, რომელსაც ტრავმა აწუხებს. თუმცა, ბელგიელი ამას არაფრად აგდებს და ტიფოზებს საინტერესო დაპირებაც მისცა:
“დერბი? – მინდა, რომ ვითამაშო და მოედანზე ერთი ფეხითაც გავალ”, - განაცხადა ნაინგოლანმა.
აქვე გეტყვით, რომ “რომასა” და “ლაციოს” შეხვედრა 18 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.