“ფინიქსი” შინ “ჰიუსტონ როკეტსთან” 116:142 დამარცხდა. ტეხასელებმა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა და თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ.
მატჩში ყველაზე მეტი 48 ქულა “ჰიუსტონის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. “ბაბუაწვერამ” 11-დან 6 სამქულიანი, 11-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და 18 საჯარიმო სროლა უშეცდომოდ შეასრულა. “ფინიქსში” ყველაზე მეტი 23 ქულა დანიელს ჰქონდა.
ტეხასელები ამ გამარჯვებით და ბოსტონში “გოლდენ სტეიტის” მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ, ხოლო ფაჩულიას გუნდი მეორეზეა.