ჩოგბურთი

19:10 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შტეპანეკმა კარიერა დაასრულა

38 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა რადეკ შტეპანეკმა კარიერა დაასრულა. რადეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზურგის ტრავმამ შეაწუხა.

შტეპანეკმა საჩოგბურთო კარიერა 1996 წელს დაიწყო. რადეკმა ერთეულთა თანრიგში 5 ტიტული მოიპოვა, ხოლო წყვილთა თანრიგში – 18. წყვილებში ჩეხს ამერიკის ღია პირველობა და ავსტრალიის ღია პირველობს აქვს მოგებული. 2012, 2013 წლებში რადეკმა ჩეხეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასი ორჯერ მოიპოვა.

შტეპანეკი, თავისი სასიყვარულო ისტორიების გამო, ხშირად იყო მასმედიის ყურადღების ცენტრში. 2007 წელს ის მარტინა ჰინგისზე დაინიშნა, თუმცა მალევე დაშორდნენ. 2010 წელს ცოლად ნიკოლა ვაიდისოვა მოიყვანა და 2013 წელს განქორწინდა. 2013 წელს შტეპანეკი უიმბლდონის ჩემპიონს თანამემამულე პეტრა კვიტოვას ხვდებოდა, მაგრამ არც მათი სიყვარული აღმოჩნდა მყარი.

0.162568