“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი საავადმყოფოდან გამოწერეს და გუნდში საკუთარი მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა.
როგორც The Telegraph-ი იტყობინება, 50 წლის მწვრთნელმა გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მუშაობის განახლების ნება დართეს. კონკრეტულად რა აწუხებდა კლოპს, ჯერჯერობით არ სახელდება.
გერმანელი სპეციალისტი ამჟამად გუნდს პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩისთვის ამზადებს, რომელსაც ლივერპულელები 18 ნოემბერს “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართავენ.