კალათბურთი

13:48 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ დიქსონის 13 ქულა და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში

მაიკლ დიქსონის „სტრასბურმა“ ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი შინ „როსა როდომთან“ გამართა და 11-ქულიანი სხვაობით იმარჯვა - 74:63. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დიქსონი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:19 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

“სტრასბურგმა” 4 მოგებითა და 2 მარცხით ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 5 დეკემბერს, შინ, თურქულ “ბანვითთან” გამართავს.

gbf.ge

0.118994