მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ “რეკორდმაისტერს” ახალგაზრდა შემტევის ყიდვისკენ მოუწოდა. 29 წლის მოთამაშის თქმით, ეს მას ძალების გადანაწილების საშუალებას მისცემს და ტრავმის მიღების რისკიც შემცირდება.
“ბაიერნმა უნდა დაიმატოს ახალგაზრდა და თამაშს მოწყურებული თავდამსხმელი, რომელსაც შეეძლება შემცვალოს თუნდაც 15-20 წუთით. თუ ასე მოხდება მე უფრო მეტი ძალა მექნება, თან ეს ფაქტი კიდევ უფრო შეამცირებს ტრავმის რისკს”, - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
მიმდინარე სეზონში პოლონელმა 11 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანაც მოახერხა.