კალათბურთი

21:12 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "უნიკახა" "ჟალგირისთან" ოვერტაიმში დამარცხდა

ევროლიგაში დასანანი მარცხი იწვნია გიორგი შერმადინის „უნიკახამ“. მალაგელებმა კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლეს და შეხვედრა დამატებით დროში - 83:85 წააგეს.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 12:52 წუთი გაატარა და 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 6-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაარღვიეს.

“უნიკახას” შვიდ ტურში 4 მარცხი მოუგროვდა და ცხრილში მე-11 ადგილამდე დაეშვა. შემდეგ ტურში, 15 ნოემბერს, მალაგელები მადრიდის “რეალს” ესტუმრებიან.

gbf.ge

0.116947