მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 31 მონაწილე უკვე ცნობილია. გასარკვევი მხოლოდ ბოლო ნაკრების ვინაობა დარჩა: პერუ თუ ახალი ზელანდია? – ამას დღეს გამთენიისას გავიგებთ.
იქამდე კი, იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ. მათ შორის, ჯიჯი ბუფონი და არიენ რობენი.
წარმოგიდგენთ გამორჩეული მოთამაშეებით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებს, რომელთა გუნდებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს.
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
მცველები: ანტონიო ვალენსია (ეკვადორი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), ჯორჯო კიელინი (იტალია), დავიდ ალაბა (ავსტრია)
ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი (ბოსნია), კევინ სტროტმანი (ჰოლანდია), არტურო ვიდალი (ჩილე)
თავდამსხმელები: გარეთ ბეილი (უელსი), ალექსის სანჩესი (ჩილე), არიენ რობენი (ჰოლანდია)
სათადარიგო შემადგენლობა: იან ობლაკი (სლოვენია), სტეფან დე ვრეი (ჰოლანდია), რიად მაჰრეზი (ალჟირი), მარკო ვერატი (იტალია), მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი), ედინ ჯეკო (ბოსნია), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი).