მსოფლიოს 2018-ის წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი პოლონეთის ნაკრების შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც 16 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზე კრიშტინუ რონალდუა. პორტუგალიელმა შემტევმა მეკარეები 15-ჯერ დაამწუხრა. III-IV ადგილები, 11-11 გოლით, ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ და დანიელმა კრისტიან ერიქსენმა გაინაწილეს.
შესარჩევ ციკლში ყველაზე მეტი, 9 საგოლე გადაცემა გერმანელმა ჯოშუა კიმიხმა შეასრულა.