ჩოგბურთი

12:10 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ნახევარფინალი გაინაღდა

როჯერ ფედერერი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალური საგზური გაინაღდა. როჯერმა ალექსანდრ ზვერევი 7:6, 5:7, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე ზვერევი 4:0-ს იგებდა, თუმცა ფედერერმა მოახერხა და 8:6 იმარჯვა. მეორე პარტიაში კი 6:5-ზე ზვერევმა ბრეიკი შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა. მესამე სეტში გერმანელმა როჯერს უბრალოდ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ბ ჯგუფში მეორე ნახევარფინალისტი ზვერევისა და სოკის დაპირისპირებაში გამოვლინდება.

ბ ჯგუფი

1.

როჯერ ფედერერი

2

2

0

4:1

2

2.

ალექსანდრ ზვერევი

2

1

1

3:3

1

3.

ჯეკ სოკი

2

1

1

2:3

1

4.

მარინ ჩილიჩი

2

0

2

2:4

0

0.128061