კალათბურთი

11:25 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბასკონიამ" მადრიდის "რეალი" 30 ქულით გაანადგურა

ესპანური „ბასკონიას“ საამაყო გამარჯვება ევროლიგაში. თორნიკე შენგელიას გუნდმა მოსისხლე მადრიდის „რეალს“ მწარე მარცხი აგემა - 105:75. აღსანიშნავია, რომ 30-ქულიანი სხვაობა მაქსიმუმია, რაც „სამეფო კლუბს“ ევროლიგის მატჩებში ოდესმე წაუგია.

ბასკური კლუბის ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში ამჯერადაც არ ყოფილა. თორნიკემ მოედანზე 18:02 წუთი გაატარა და 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ბასკონია“ 2 მოგებითა და 5 მარცხით 16-გუნდიან ევროლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს, კაუნასში, “ჟალგირისთან” გამართავს.

gbf.ge

0.133147